|
განვადება და სესხები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრისტალი”
მომენტალური გადახდების ელექტრონულ ქსელში ჩართვის მსურველ მცირე მეწარმეებს გთავაზობთ სპეციალურ სასესხო პროდუქტს. აღნიშნული სესხით საშუალება გექნებათ:
ა) შეიძინოთ მომენტალური გადახდების მისაღებად აუცილებელი მოწყობილობა
ბ) მიიღოთ თანხა საბანკო დეპოზიტისათვის
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს თვეში 2.5%-ს, მაქსიმალური თანხა 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური ვადიანობა 12 თვეს. სესხის პირობები (საპროცენტო განაკვეთი და ვადიანობა) მორგებული იქნება მცირე მეწარმის საჭიროებებზე. სესხის გაცემა დამოკიდებულია მეწარმის გადახდისუნარიანობასა და საკრედიტო ისტორიაზე. კრისტალის აღნიშნული მომსახურეობა ვრცელდება შემდეგ რაიონებში იმერეთი, სამეგრელო, გურია, ზემოსვანეთი და მცხეთა-თიანეთი.
უფრო ვრცლად: www.crystal.ge
”ვითიბი ბანკი” მომენტალური გადახდების ელექტრონულ ქსელში ჩართვის მსურველ მცირე მეწარმეებს გთავაზობთ განვადებით შეიძინოთ მომენტალური გადახდების მისაღებად აუცილებელი მოწყობილობა.
უფრო ვრცლად: www.vtb.com.ge
|